top of page

PARADISE - ანუ    არა    კაც    კლა 

უფალს მხოლოდ მაშინ ვთხოვთ დახმარებას როდესაც ჩვენივე საქციელით დამძიმებულები შვებას ვერ ვპოულობთ. კითხვებს , რომელიც უპასუხო ზარების დროს მინდოდა დამესვა, საკუთარ კითხვებზე მომიწია თავად გამეცა პასუხი."

რადგან ამბობთ: აღქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით შავეთთან: როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი საფარველად.

ეს.28: .15.

მან კი შეხედა მათ და თქვა : "რას ნიშნავს ეს დაწერილი : ლოდი , რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს , ქვაკუთხედად იქცა?

ყველა, ვინც იმ ლოდზე დაეცემა, დაიმტვრევა; ხოლოო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.

ლუკ.20: -17,18.

უთხრა მათ ისესომ : "ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: "ლოდი რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში?

ამიტომ გეუბნბით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს.

მათე 22: -42,43.

ამრიგად , შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის მოწყალებებით, რომ შესწიროთ თქვენი თავი ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად - თქვენი გონივრული მსახურება.

და ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი , სასურველი და სრულყოფილი.

რომ 12: .1,2.

ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფრი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.

1კორ. 7: -12

იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თვის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა.

რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.

ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?

ეს: 2:-20,21,22

ვაი , ბრალეულო ხალხო , ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ!

ეს: 1:-4

ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!

ეს 2:-11

ვაი თქვენ , სახლების სახლებზე მიმდგელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე.

ეს. 5: -8

ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს- ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს- სიმწარედ!

ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!

ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმლის გაზავებაში!

ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალმართლის გამამტყნებელს!

ეს: 5: 20,21,22,23.

ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ

ეს :10: 1

ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი?

ეს:29:-15

ვაი ამბოხებულ შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას! ზრახვას რომ იზრახავენ, მაგრამ არა ჩემის სულისას, რათა ცოდვა მიუსართონ ცოდვას.

ეს:30:-1

ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რბევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ!.

ეს:33:-1

იზრუნე სახელზე , რადგან იგი უფრო დიდხანს იქნება შენთან, ვიდრე ოქროს ათასი დიდი საგანძური

იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა.

და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხედვით შეხედავთ და ვერ დაინახავთ.

რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, და დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით , არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და რათა არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი, იმიტომ რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი, იმიტომ რომ ისმენენ.

მათ: 13: 13, 14, 15, 16

ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას, და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში;

არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.

ფს. 1: -1-2

ნეტარ არიან, რომელნიც აღასრულებენ მის მცნებებს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, და ბჭეთა გავლით შევიდნენ ქალაქში.

გამოც: 22;- 14

"ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.

ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშისცემულნი იქნებიან.

ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მმწყრვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.

ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.

ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.

ნეტარ არიან მშვიდობის მოქმედნი, ვინაიდან ღვთის ძეებად იწოდებიან.

ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა.

ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ,გაგდევნიან და ყველანაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო.

მათ: 5: -3,4,5,6,7,8,9,10,11.

-" ღმერთი სიყვარულია უბრალოდ სიყვარული."

bottom of page